თეგი: ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის ფინალი რუსეთში აღარ გაიმართება

2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარიზში გაიმართება. უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვიტილებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების დ შექმნილი კრიზისის გამო, ჩემპიონთა ლიგის ფინალს სანქტ-პეტერბურგი აღარ უმასპინძლებს. მატჩი პარიზში, სენტ-დენის სტადიონზე ჩატარდება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო შეჯიბრის ფინალი სანქტ-პეტერბურგში 28 მაისს უნდა გამართულიყო. უეფამ მადლიერება გამოხატა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიმართ, პირადი მხარდაჭერისთვის და ვალდებულებისთვის, რომ ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული თამაში საფრანგეთში გადაიტანოს. მატჩი, 28 მაისს, სანკტ-პეტერბურგის „გაზპრომ არენაზე“ უნდა გამართულიყო. გადაწყვეტილება რუსეთის სპორტულმა და პოლიტიკურმა წრეებმა გააკრიტიკეს. „ჩვენ გვჯერა, რომ გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო პოლიტიკური მიზეზების გამო. RFU ყოველთვის იცავდა პრინციპს „სპორტი პოლიტიკის მიღმაა“, - განაცხადა გაზპრომის შვილობილი კომპანიის გაზპრომ ნეფტის აღმასრულებელმა დირექტორმა. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მომხდარს სამწუხარო გადაწყვეტილება უწოდა. „სანქტ-პეტერბურგს შეეძლო, ყველა ხელსაყრელი პირობა შეექმნა ამ ფეხბურთის ფესტივალის ჩასატარებლად", - განაცხადა პესკოვმა. საგანგებო სხდომაზე უეფამ ასევე რუსულ და უკრაინულ კლუბებს, ასევე, ეროვნულ გუნდებს საშინაო მატჩების ნეიტრალურ ტერიტორიაზე გამართვა შესთავაზა. ცნობისთვის, რუსეთის ფორმულა 1-ის გრან პრი, რომელიც სექტემბერში სოჭში უნდა გამართულიყო, გაუქმდა.

მადრიდის „რეალმა“ „ლივერპულის“ დაამარცხებით ჩემპიონთა ლიგა მეთოთხმეტედ მოიგო

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ანგარიშით 1:0 ლივერპული დაამარცხა და ტიტული მეთოთხმეტედ მოიგო. მატჩის ერთადერთი გოლი ვინისიუს ჯუნიორმა გაიტანა. მატჩი პარიზში ჩატარდა. საერთაშორისო მედიის ცნობით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მატჩი 30 წუთის დაგვიანებით დაიწყო.